12:58 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 18:19:20, 1945 ნახვა

საზოგადოება
ფლოიდის ოჯახის წევრები გაეროს მოუწოდებენ აშშ-ს, პოლიციის რეფორმირების რეკომენდაციით მიმართოს


მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახი გაერო-ს ჩარევისკენ მოუწოდებს, ისინი ითხოვენრომ გაერომ,  აშშ-ს პოლიციის რეფორმირების რეკომენდაციით მიმართოს - ამის შესახებ ინფორმაციას, „სიენენი” ავრცელებს. 

  ამ მოთხოვნით წერილი ოჯახის ადვოკატმა,  აფროამერიკელი ხალხის უფლებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრებს გაუგზავნა. 
 გზავნილში, ფლოიდის ახლობლები მოითხოვენ აშშ-ში პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეები დამოუკიდებელმა სასამართლო განიხილოს და  ასეთ შემთხვევაში მოხდეს ცხედრის დეტალური ექსპერტიზა.

ადვოკატის თქმით, „ის პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი რამდენიმე მოქალაქის საქმეზე მუშაობდა და ყველა შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ აგებინა პასუხი სამართალდამცავებს.”

„თუ ადამიანთა ერთი ჯგუფის უნივერსალურ უფლებებს სისტემატურად ლახავს საკუთარი ხელისუფლება და ეს ათწლეულებია გრძელდება, მათ მხარდაჭერისთვის უნდა მიმართონ საერთაშორისო საზოგადოებას“, – ნათქვამიაგაერო-ში გაგზავნილ მიმართვაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics