22:01 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 10:08:33, 1890 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან სასტუმროები და დახურული ტიპის რესტორნები იხსნება

დღეიდან მხოლოდ ის სასტუმროები გაიხსნება, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 მაისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა", - თქვა პრემიერმინისტრმა 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას. 

8 ივნისიდან ასევე გაიხსნება, დახურული ტიპის რესტორნები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტებმა  წინასწარი დაჯავშნის სისტემა უნდა გამოყენონ.

ამასთანავე, აუცილებელია ორ საათიანი შუალედით რესტორნების დასუფთავება.
რესტორნებში მაგიდები ერთმანეთისგან ორ მეტრიანი შუალედით უნდა იყოს დაშორებული. ხოლო მაგიდებზე მაქსიმუმ 6 ადამიანის ყოფნაა დასაშვები.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამონაკლისის სახით  შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics