06:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-06 13:32:14, 3298 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთის“ მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

„ლიბერთი“ აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს:

დღეიდან, „ლიბერთის“ მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი.

მობილური ინტერნეტის გარეშე მობაილ ბანკის გამოყენება მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას შეასრულოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად და სრულიად უფასოდ.

„ლიბერთის“ მობაილ ბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენება ნებისმიერი ოპერატორის აბონენტებს შეეძლებათ - სიახლე მოქმედებს მაგთიკომის, სილქნეტისა და ბილაინის ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

„ჩვენი დისტანციური არხები სრულიად მომზადებული შეხვდა პანდემიას და მომხმარებელს მიეცა საშუალება კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად ესარგებლა ნებისმიერი საბანკო სერვისით. მობაილ ბანკის მომხმარებლების რაოდენობამ განსაკუთრებული ზრდა განიცადა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დისტანციური არხების განვითარების მნიშვნელობას. ჩვენი მიზანია ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება შეუფერხებლად და ნებისმიერ დროს შევთავაზოთ მისთვის საჭირო სერვისები. სიახლის დანერგვის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს გახდა." - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი

„ლიბერთის“ განახლებულ მობაილ ბანკში Covid19-ის პერიოდში არაერთი შეღავათი გახდა ხელმისაწვდომი - კომუნალურების გადახდა უკვე 3 თვეზე მეტია საკომისიოს გარეშე მიმდინარეობს, ასევე მოქმედებს სპეც.კურსი თანხის კონვერტაციისას.

მობაილ ბანკი ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android-ის მომხმარებლისთვის: www.365.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics