00:19 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 11:49:50, 1379 ნახვა

საზოგადოება
ანდრია სარია - მრევლი ვალდებულია იცოდეს იმ სიმახინჯეზე, რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში ახორციელებს

მრევლი ვალდებულია იცოდეს იმ სიმახინჯეზე, რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში ახორციელებს და გვთავაზობს ნორმის სახით, - ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით მათ უკვე გაგაზავნეს კითხვები სინოდთან, თუმცა სინოდის მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.

„სხვათაშორის, როდესაც მე პირადად ვუთხარი მეუფე შიოს, დოკუმენტაცია რომ მოგიტანოთ კონკრეტულად იმ დარღვევაზე, რასაც მეუფე პეტრე და მეც ვაჟღერებდით, მეუფე შიომ მითხრა, როდესაც მე დავუკონკრეტე არის თუ არა ეს გარანტი, რომ ყველაფერი აღსრულდება როგორც საჭიროა. მან თქვა, რომ მე შინაგან საქმეთა მინისტრი კი არ ვარო.

შესაბამისად, როცა მღვდელმთავარი ასეთ განცხადებას აკეთებს და მისთვის კანონიც კი სისულელის დონეზეა დასული, არანაირი ჩარჩოები არ აინტერესებს, მათთან რაზე უნდა ვისაუბრო? ჩვენ საზოგადოებასთან დაუსრულებლად ვიქნებით ურთიერთობაში, რადგან მრევლი ვალდებულია და მით უფრო სასულიერო პირები, რომ იცოდნენ და არაფერი დამალული არ იყოს იმ სიმახინჯეზე, რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში ახორციელებს და რასაც ფაქტობრივად გვთავაზობს ნორმის სახით“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics