08:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 16:36:29, 1480 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში.

„ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით", - განმარტა ბექა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics