|
2020-05-27 14:31:25, 1069 ნახვა
საზოგადოება
„Georgian Airways“ ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
მიმდინარე წლის ივნისში, ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ დროისათვის წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს: 8 ივნისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30); 15 ივნისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30); 27 ივნისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);
თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება: 4 ივნისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10); 11 ივნისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10); 21 ივნისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10); 25 ივნისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენის დრო 09:10, მოფრენის დრო 15:15). ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 მაისს მიენიჭა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)