03:09 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 13:57:01, 1141 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დამსვენებელს სანაპიროებზე 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ

აჭარის დამსვენებელს სანაპიროებზე 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ, ზღვისპირეთში ტურისტების მისაღებად გარკვეული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება - ამის შესახებ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ განაცხადა.

მან ასევე გაანცხადა, რომ თუ ვინ გააკონტროლებს მსგავს რეგულაციებს ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ მიდის.

"პროექტი უკვე დამუშავებულია და მიმდინარეობს მათი გაცნობა კერძო სექტორისთვის. რომ მათი ინტერესებიც გავითვალისწინოთ და კორექტივები შევიტანოტ რეკომენდაციებში.

ძალიან ბევრი დეტალი იქნება გათვალისწინებული, მაგალითად დისტანცია რესტორნებსა და ღია კაფეებში მაგიდებს შორის, განისაზღვრება ადამიანების რაოდენობა მაგიდებთან, ასევე ტრანსპორტში მოქალაქეების ჭადრაკისებრი განთავსება და კიდევ სხვა. 

რაც შეეხება სანაპიროებს, სტანდარტი სოციალური დისტანცია იქნება, როგორც შეზლონგებს შორის ასევე უშეზლონგო დამსვენებლებს შორის მეტრანახევარი დაშორება უნდა იყოს და რაღათქმაუნდა დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ნორმები", - განაცხადა ზოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics