03:08 - 30 Jul, 2026
|
2020-05-26 18:50:17, 1225 ნახვა
საზოგადოება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობის სანიმუშო ურთიერთობები, რეგიონული სოლიდარობის სამმხრივი და ოთხმხრივი ფორმატები და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში საერთო ინტერესებზე დამყარებული ჩვენი მეგობრული თანამშრომლობა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, მეგობარ ქართველ ხალხს კი, კეთილდღეობა“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)