10:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 14:50:13, 1333 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ის ფაქტი, რომ ჩვენ ტურისტებს უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ჩვენი უპირატესობაა

„აქ ჩამოსვლა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც აქამდე უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას. საქართველო ძალიან უსაფრთხოა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ - საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ამოქმედების და უცხოელი ტურისტების შემოსვლის საკითხზე საუბრისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მხრივ ძალიან დიდი ინტერესია სხვა ქვეყნების მხრიდან და ის ყოველდღიურ კომუნიკაციაშია თავის უცხოელ კოლეგებთან. „მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია, გუშინაც გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინ შეხვედრები ჩემს კოლეგებთან - ტურიზმის, ტრანსპორტის თუ ეკონომიკის მინისტრებთან - როგორც ევროპული სახელმწიფოებიდან, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში", - აღნიშნა მან.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, უცხოელი ტურისტები მოწყურებულები არიან, უნდათ, რომ ქვეყნიდან გავიდნენ და დაისვენონ და საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ ტურისტებს უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ჩვენი უპირატესობაა, რადგან დღესდღეობით ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და არამხოლოდ საინტერესო, არამედ სრულიად უსაფრთხო გარემო დახვდეს. ჩვენ ამაზე ჩვენს მედიკოსებთან ერთად ვმუშაობთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics