|
2020-05-21 12:36:31, 1277 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას ოპოზიციის ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის კანონთან დაკავშირებით
აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობიდან ოპოზიციის ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის კანონთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. „აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობიდან ოპოზიციის ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. ერთ წინადადებაში ძნელია განმარტო თვითონ სირთულე რისი წარმოდგენაც უნდა ოპოზიციას ამ ჯანმრთელობის დაცვის კანონთან დაკავშირებით. ელემენტარულია, რომ პარლამენტი აძლევს უფლებას მთავრობას იმოქმედოს, მიიღოს გადაუდებელი ზომები თუ კი ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერასაც არ აპირებენ.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)