01:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 20:20:31, 598 ნახვა

საზოგადოება
თინა ხიდაშელმა აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ლექცია წაიკითხა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს აკადემიის პრეზიდენტმა, გენერალ-მაიორმა ფრედერიკ მ. პადილამ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკადემიაში კონტრტერორისტული კურსის სტუდენტს, გიორგი შენგელიასაც შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია თემაზე - „უსაფრთხოების ცვალებადი პარადიგმა ევროპაში - ქართული პერსპექტივა“ წაიკითხა. თინათინ ხიდაშელმა აქცენტი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისთვის საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე გააკეთა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსაც სჭირდება საქართველო. ლექციის შემდეგ აკადემიის მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გამორჩეულია.

აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტი, 1976 წელს კონგრესის დადგენილებით შეიქმნა. 1981 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სტრუქტურული ერთეული, გაერთიანებული საშტაბო კოლეჯი ჩამოყალიბდა. 1982 წელს კი ინფორმაციული რესურსების მართვის კოლეჯი დაარსდა. საგანმანათლებლო დაწესებულებას ორ წელიწადში ნაციონალური სტრატეგიების კვლევების ინსტიტუტიც დაემატა.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, შეიარაღებული ძალების და შერჩეული ოფიცრების და ლიდერებისთვის სამოქალაქო სექტორიდან შესაბამისი განათლების და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებას სპეციალიზებული ფორმით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics