10:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 20:51:56, 1477 ნახვა

ეკონომიკა
უნგრეთის ელჩი - მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას

„საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს, - ამის შესახებ უნგრეთის ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეა ნამდვილად მისასალმებელია.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. ჩვენ ასევე მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მოლაპარაკებებში და ვიქნებით ერთ-ერთი პირველები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც  თქვენს მშვენიერ ქვეყანაში გამოგზავნიან ბიზნესებსა და ტურისტებს“, - განაცხადა უნგრეთის ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ასევე თანამშრომლობაზე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics