|
2020-05-20 13:06:41, 1204 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ აშშ-ის სენატორებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტები უწოდა, რაც მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდესაც დადგა არჩევანი დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დადგებოდა ოლიგარქის მხარეს თუ ქართველი ხალხის მხარეს, უთანასწორო ბრძოლაში, დასავლეთმა აირჩია მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. აღნიშნულზე პასუხი გუშინ მოისმინეთ ე.წ. პრემიერ-მინისტრის ბაგეებიდან, რომელმაც აშშ-ის სენატორ ტედ კრუზს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რიშს, სენატორ შაჰინს, კონგრესმენ კინზინგერს, სხვა სენატორებს, კონგრესმენებს და ევროპარლამენტის დეპუტატებს უწოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტები. ეს მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო შეურაცხყოფა, თავხედობა და თავზე ხელის აღებაა. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმს არაფერი არ გამოასწორებს გარდა სანქციებისა. დღეს მივმართე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, პომპეოს და ფინანსთა მინისტრს, მუნიჩს დაჩქარდეს ბიძინა ივანიშვილის და პუტინის კლასტერის წინააღმდეგ ფინანსური ქონებრივი სანქციების დაწესების პროცესი, რათა ჩვენ საარჩევნოდ დავანეიტრალოთ ეს საოკუპაციო ანექსიური ჯგუფი კრემლიდან. გარდა ამისა, აღნიშნული ქონება მოპარულია ქართველი ხალხისგან და უნდა მოხდეს უზრუნველყოდა მისი სამომავლო დაბრუნებისათვის ისევ ქართველ ხალხთან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)