12:52 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 15:08:42, 1444 ნახვა

პოლიტიკა
დევიდ მაკალისტერი - შეთანხმების ნაწილი არის შესრულებული, მაგრამ გიორგი რურუა, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, კვლავ ციხეში რჩება

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი მიესალმება პრეზიდენტის მიერ პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

მაკალისტერი აღნიშნავს, რომ ამით შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებულია, მაგრამ გიორგი რურუა, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი კვლავ ციხეში რჩება.

„მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ეს არის 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. შეთანხმების ნაწილი არის შესრულებული, მაგრამ გიორგი რურუა, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი კვლავ ციხეში რჩება“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამეტნში განიხილეს ის, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics