11:47 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 12:15:06, 1283 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე - რჩება კიდევ შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს

რჩება კიდევ შესაძლებლობის ფანჯარა სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდეს და გამოუშვან გიორგი რურუა.

„როგორც ვხედავთ, სასამართლომ დღეს დატოვა საპყრობილეში გიორგი რურუა. კიდევ ერთხელ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. როგორც ჩანს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩაშალოს 8 მარტის შეთანხმება იმიტომ, რომ ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა პირობა უნდა შესრულდეს, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ქვეყანაშ მოხდეს პოლიტიკური პროცესის შესაბამისად ნორმალიზაცია. რჩება კიდევ შესაძლებლობის ფანჯარა სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და მინდა დღეს აქ მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან იმისთვის, რომ სასამართლომ შეძლოს მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონიერი და გაათავისუფლოს გიორგი რურუა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics