11:47 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 14:17:35, 2074 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - კორონავირუსის დროს, ოპოზიციამ იმუშავა როგორც სამოსანმა - ეს კომპლიმენტია ოროსანი ხელისუფლებისთვის

„ახალი საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა მოსწავლემ.

მანვე დასძინა, რომ დღეს კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლება თვითკმაყოფილებაშია, თუმცა ის არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში.

„კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა, ეს კომპლიმენტი, ოროსანი ხელისუფლებისთვის. სკოლიდან ალბათ გახსოვთ, როგორი უტიფარი თვითკმაყოფილებით, როგორი სახე აქვს ოროსანს, როდესაც სამიანს მიიღებდა. დაახლოებით ასეთი თვითკმაყოფილებით ვხედავთ დღეს ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ეხლა ბურთი ოპოზიციის მხარესაა, ჯამურად ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა რესურსები გამოიყენოს, მთავარია ეს ჯამი და ერთობა, შედგეს, რაც ბუნებრივად გულისხმობს მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციური პარტიების კოორდინაციას“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics