09:47 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 14:42:21, 1361 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 500-მილიონიანი დახმარების პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თანხაა.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს იმ პირობას, რაც დადო 8 მარტს და რასაც მოაწერა ხელი. გუშინ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 500 მილიონიანი დახმარების პაკეტის ბედი. ეს არის მილიარდ ნახევარი ევრო საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა. ეს არ არის კრედიტი, ეს არ არის ვალი, ეს არის ნაჩუქარი თანხა და არ შეიძლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იყოს ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics