|
2020-05-10 14:03:19, 15094 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისში, კორონავირუსით ინფიცირების დადებითი დინამიკა შეინიშნება
თბილისის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების დადებითი დინამიკა შეინიშნება. რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ისევე როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 43 ინფიცირებული მკურნალობს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ, ბოლნისიდან გადაყვანილი ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან, სატელეფონო საუბრისას, საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კლინიკა დაახლოებით 18 ტესტის პასუხს ელოდება. „ჩვენთან ამჟამად არის 61 პაციენტი, აქედან კოვიდ დადასტურებული გვყავს 43. მათ შორის ერთი გუშინ გადმოიყვანეს ბოლნისიდან, მართვით სუნთქვაზე, მძიმე პაციენტი. გაუჭირდათ ცოტა მართვა ჩვენს კოლეგებს და ჩვენთან გადმოიყვანეს. დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დადებითია. ორი პაციენტი გუშინ გავუშვით. დღეს კიდევ ველოდებით რეტესტირების შედეგებს. ტესტირების პასუხს ველოდებით დაახლოებით 18-ს, ამაში შედის რეტესტირებებიც“,- პირველ არხს განუცხადა ლევან გოფოძემ. რაც შეეხება თბილისის ზღვის ჰოსპიტალს, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხ ბექაიას განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც მარეხ ბექაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღის განმავლობაში იგეგმება 15 პაციენტის გამოკვლევა. „ამ ეტაპზე კლინიკაში 25 პაციენტი იმყოფება. ჩვენთან ამჟამად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები წევს. მძიმე პაციენტი კლინიკაში არ გვყავს. გუშინ 14 „პისიარ“ კვლევა ჩატარდა. თოთხმეტივე უარყოფითი პასუხი იყო მიღებული. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ამჟამად დაგეგმილია 15 პაციენტზე კვლევა, თუ კიდევ არ შემოემატა. დინამიური პროცესია და პაციენტები დღის განმავლობაში ემატება“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)