19:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 17:44:21, 2324 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის რეიტინგი რუსეთში რეკორდულად დაეცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი, გამოკითხვის მიხედვით 59%-მდე დაეცა, რაც წინა თვეში 63%-ს შეადგენდა. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ეს პუტინისთვის ყველაზე მცირე მაჩვენებელია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია Levada Center-ზე დაყრდნობით, როიტერსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, Levada Center-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ პუტინის რეიტინგის 1-2%-ით შემცირებას კორონავირუსის გამო, სატელეფონო გასაუბრებით ჩატარებულმა კვლევამ გამოიწვია.

თუმცა, ცენტრის დირექტორის მოადგილის, დენის ვოლკოვის აზრით, შეიძლება კვლევის მეთოდოლოგიის შეცვლას მცირედი ცდომილება ახასიათებდეს, თუმცა პუტინის რეიტინგი სულ რომ 61%-მდე დაცემულიყო, ეს 2013 წლის რეიტინგის ტოლფასი იქნებოდა.

Levada Center-ის მიხედვით, კვლევა 24-27 აპრილს ჩატარდა და ჯამში, 1609 ადამიანი გამოიკითხა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics