|
2020-05-05 10:05:14, 1316 ნახვა
საზოგადოება
სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ
დღეიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ. შესაბამისი განცხადება გუშინ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო კორონავირუსზე ყოველდღიურ შემოწმებებს კვლავ გააგრძელებენ. „მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიებმა და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულნი სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას ხვალიდან. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომლებსაც ახორციელებს სპეციალური ჩამოყალიბებული გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს. მინდა თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლობით მოეპყრნონ მათ ყოველდღიურ საქმიანობას“, - განცხადა გიორგი გახარიამ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)