13:51 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 15:28:38, 2011 ნახვა

საზოგადოება
დღეისათვის საქართველოში 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს

2 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა გლდანის აგრარული ბაზრის ფუნქციონირების განახლების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს.

სამუშაოების მიმდინარეობასა და არსებულ ვითარებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე გაეცნენ.

ბაზრის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბაზრის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები, რათა ბაზარმა ხვალიდან განაახლოს ფუნქციონირება. 2 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics