13:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 15:09:37, 1912 ნახვა

ეკონომიკა
სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება

სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარ პროცენტს მთავრობა დაასუბსიდირებს.

„თუ აქამდე ჩვენ ვახდენდით თითოეული ბიზნესის სესხის პროცენტის სუფსიდირებას 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პერიოდს და ეს იქნება 36 თვე, ანუ 3 წლის განმავლობაში ამ დახმარების მიმღები ბიზნესი შეძლებს, რომ მინიმალური პროცენტით ჰქონდეს საბანკო სესხი, რადგან ჩვენ სახელმწიფო, დავასუფსიდირებთ დანარჩენს.

თანადაფინანსების პროცენტი იზრდება, 2019 წელს, როდესაც ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა, ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუფსიდირებდით ბიზნესებს, როდესაც იღებდნენ ისინი საბანკო სესხსს, დღეს, როდესაც ბიზნესს გაუჭირდა, ბანკებსაც გაუჭირდება სესხების მარტივად გაცემა და ჩვენ ვართ მზად, რომ სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, 11,5% დავასუფსიდიროთ სახელმწიფო სახსრებით.

აქამდე მინიმალური ზღვარი იყო 150 000 ლარი და ჩვენ ვზრდით ამ მოცვას და 50 000 ლარი სესხიც კი არის ჩვენი დახმარების საგანი“ , - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics