12:27 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 09:50:44, 1683 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ, საკომპენსაციო პაკეტების გზით კი არ ვიაროთ, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ დავასტიმულიროთ ეკონომიკა

ჩვენ ყველაფერი  უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ, საკომპენსაციო პაკეტების გზით კი არ ვიაროთ, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ  დავასტიმულიროთ ეკონომიკა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „ღია ეთერი" სტუმრობისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კრიზისის დროს ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების გაგრძელება, რაც შეეხება პოსტკრიზიულ პერიოდს - ეკონომიკის აღდგენისთვის დაიწყება სტიმულირების უფრო მასშტაბიანი გეგმის განხორციელება, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურული პროქტების განახლებას, კერძო სექტორის დახმარებას და სხვა.

„სწორედ ამიტომ, ვისურვებდი, რომ 6 თვის შემდეგ, კვლავ არ მოგვიწიოს თქმა, რომ  ისევ უნდა ვიაროთ კომპენსაციებისა და  "ცეცხლის ჩაქრობის" გზით. არა, ჩვენ უნდა ვიაროთ ეკონომიკის აღმავლობისა და ეკონომიკის სტიმულირების გზით. ამიტომ ვუსვამდი დღეს ხაზს, რომ ჩვეულებრივი ეკონომიკური კრიზისის დროს, ისე როგორც ეს მაგალითად, იყო 2008 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ქვეყნები პირდაპირ გადავიდნენ ეკონომიკის სტიმულირებაზე და ეს იყო სწორი გამოსავალი. ამ შემთხვევაში, ჯერ პირველ რიგში არის ასე ვთქვათ ჰუმანიტარული დახმარება  და მერე არის ეკონომიკის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ინფექციის აგრესიული გავრცელების ფონზე, ეკონომიკის სტიმულირებას ვერ გააკეთებ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics