12:27 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 16:33:21, 1480 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - ის, რაც ჩვენი ოპონენტებისთვის არის ჯარიმა და სანქცია, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს

"ის, რაც ჩვენი ოპონენტებისთვის არის ჯარიმა და სანქცია, ჩვენი სხვა მოქალაქეების, საზოგადოების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ თითოეული ჩვენგანის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა მცირე ეპიდაფეთქება ან რეგიონის ჩაკეტვა გამოიწვიოს.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ის, რაც ჩვენი ოპონენტებისთვის არის ჯარიმა და სანქცია, ჩვენი სხვა მოქალაქეებისთვის, საზოგადეობისთვის არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მყისიერი საფრთხე.

თქვენ იცით, რომ ექიმებმა, ექთნებმა ეპიდემიოლოგებმა კოლოსალური სამუშაო გასწიეს ამ თვეების განმავლობაში. თქვენ ასევე იცით, თუ რამხელა არის რისკები თითოეული ჩვენთაგანის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შემთხვევაში, რომ ამან შესაძლოა მცირე ეპიდაფეთქება ან რეგიონის ჩაკეტვა გამოიწვიოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics