15:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 17:09:56, 1190 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - საქართველომ და ბულგარეთმა მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა იმოქმედონ, რათა მომზადებულები შეხვდნენ პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და ბულგარეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ ქვეყნებში გატარებული ზომები განიხილეს, შესაბამისი სტატისტიკა გააცნეს ერთმანეთს და პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული მიმართულებით შავი ზღვის რეგიონული სოლიდარობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდში შავ ზღვას, სატრანსპორტო და სავაჭრო კუთხით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის განცხადებით, დღეს მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად და მარტო გაუმკლავდეს პანდემიას, ამიტომაა მნიშვნელოვანი ერთიანი და სოლიდარული მოქმედება.

აღინიშნა, რომ საქართველომ და ბულგარეთმა მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა იმოქმედონ, რათა  მომზადებულები შეხვდნენ პოსტკრიზისულ პერიოდს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან ბორდერიზაციის საკითხზე ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კრიზისისას ვითარების დეესკალაცია.

ბულგარეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ასევე საქართველო სტრატეგიულ და პრიორიტეტულ პარტნიორს წარმოადგენს ევროკავშირისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა ბულგარეთს, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მადლობა გადაუხადა  პანდემიასთან ბრძოლისას ფინანსური მხარდაჭერისათვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics