13:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 15:19:20, 1956 ნახვა

კომენტარი
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მარნეულის აქციაზე - ეს არის პოლიტიკური, დაგეგმილი აქცია

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში მიმდინარე აქცია პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

მისი თქმით, მარნეულში სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს პროდუქტი.

„ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა”, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის რამდენიმე სოფელში აქცია იმართება. მოსახლეობა სახელმწიფოსგან წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ითხოვს. მოსახლეობამ სულ ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics