03:47 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 20:03:14, 2478 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი - არ მგონია, ახლა ის სიტუაცია იყოს, როდესაც ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე შენს ქვეყანას და საზოგადოებას

„ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ  covid19-ის გავრცელების  ძალიან მაღალი რიცხვები.  ეს შეუქცევადი პროცესი იყო და ამაზე გვაფრთხილებდნენ ეპიდემიოლოგები. ის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება არსებობს, ამას პირველ რიგში საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად და ამაზე მუდმივად საუბრობს  ხელისუფლება, მედიკოსები, ეპიდემიოლოგები", -  განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა  ტვ „იმედის" ეთერში.

მისი ინფორმაციით, 22 აპრილს, ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის საკითხს განიხილავს.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად მანიპულირებს. არა მგონია, ახლა ის სიტუაცია იყოს, სადაც ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე შენს ქვეყანას და საზოგადოებას.  ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ხელისუფლება  მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან,რის შედეგადაც უკვე მობილიზებულია 3 მლრდ დოლარი. ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის  ამ რთულ ვითარებაში, როცა ყველა ქვეყანა ერთგვარად ხელს უჭერს თავის რესურსებს. ასეთ ვითარებაში ამხელა რესუსრის მოძიება არის  ძალიან დიდი წარმატება", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics