|
2020-04-17 13:01:45, 1796 ნახვა
პოლიტიკა
EIB - ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, - ასე ეხმაურება ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება. EIB-ის ტვიტში აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელზეც საუბარი შეეხო ჯანდაცვის სექტორში დაუყოვნებლივ გასატარებელ რეაგირების ზომებსა და ეკონომიკური პოზიციების აღდგენის მხარდაჭერას. „ევროპის გუნდის სახელით, ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულ ვალდებულებას იღებს ახალი კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების მოკლე და საშუალოვადიანი რეაგირების ფარგლებში საქართველოს საჭიროებების მხარდაჭერის კუთხით და ესაა - ქართული ბიზნესის ხელშეწყობა, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და არსებული პროექტების დაჩქარებული განხორციელება", - აცხადებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლილიანა პავლოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)