19:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 11:05:24, 1341 ნახვა

საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - მე და ჩემი თანამშრომლები 3 თვეა ძირითადად, კლინიკაში ვცხოვრობთ, ასე რომ ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე და დავრჩეთ სახლში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საზოგადოებას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, სახლში დარჩენა აუცილებელია, რათა ქვეყანაში ვირუსის ზომიერი და კონტროლირებადი მატება შეანრჩუნდეს.  

„გარკვეულწილად ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები, რასაც იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა თითქოს. ამიტომ, ეს თითქოს რომ არ გამყარდეს, ჩვენ შევინარჩუნოთ ზომიერი კონტროლირებადი მატება აუცილებელია დავემორჩილოთ ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს. გთხოვთ ყველას, რომ დავრჩეთ სახლში. ეს გვეხება თითოეულ ჩვენთაგანს. ჩვენი დაწესებულება უკვე მესამე თვეა ასეთ მდგომარეობაში ვართ. მე და ჩემი თანამშრომლები უკვე მესამე თვეა, ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესი არის მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში, ვისაც შეგვიძლია სახლში წასვლა. შეიძლება ეს იყოს ძალიან რთული ვიყოთ სახლში, მაგრამ ეს უნდა შევასრულოთ აუცილებლად. დავრჩეთ სახლში, რათა ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე. ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics