|
2020-04-16 15:52:26, 1332 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი პაატა იმნაძეს - ჯობს ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს მიმართავს, რომ ჯობს მან დაინფიცირებულთა რაოდენობა დაითვალოს. იგი აღნიშნავს, რომ რეალურად არ ვიცით ქვეყანაში რამდენი დაინფიცირებულია. „მე ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ახლა ჯობს იმან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. ეს იმას ნიშნავს იმას, რომ არ ვიცით რეალურად რამდენი გვყავს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ჟურნალისტის კითხვას, მალავენ თუ არა რეალურ მონაცემებს, მან უპასუხა, რომ არ მალავენ, მაგრამ ტესტირებას ვერ ატარებენ და ამიტომ არ ვიცით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა. „არ მალავენ, ვერ ატარებენ ტესტირებებს და იმიტომ. არასწორად იარა, ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს, თქვენც ჩემზე კარგად იცით, ექიმებს ჰკითხეთ. ვიღაცის ჭკუის დასარიგებელი არ ვარ, ვინც არ უნდა იყოს, მსოფლიოშიც მაქვს ურთიერთობები. ჩვენი ის, იმაზე მეტი საშიშროება არ არის, გარეთ რომ დავდივართ“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)