18:39 - 23 Jun, 2026
|
2020-04-15 18:25:35, 1363 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნეს და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით ტარდება. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მზაობის მნიშვნელობა. პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე, კორონავირუსის პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადების საკითხები, საჭიროებები და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების გზები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)