|
2020-04-13 17:06:20, 5386 ნახვა
სამხედრო
სესიაშვილი - უსაფრთოების სექტორმა სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინეს
„ამ ვითარებში ჩვენმა უსაფრთოების სექტორმა სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინეს“, - აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის ჩართული უსაფრთხოების სექტორი ამ ვითარებაში და როგორ ახორციელებს თავდაცვისა და საპოლიციო ძალები ჩვენი მოქალაქეების დაცვას. „ორგანიზებულია დაახლოებით 79-მდე საკონტროლო გამშვები პუნქტი რომელთა ორგანიზება ძალიან მოკლე დროში მოხდა. საერთო ჯამში ჩატარდა 770 ათასზე მეტი მოქალაქის თერმოსკრინინგი. ეს არის ის თერმოსკრინიონგი, რომელიც უშუალოდ თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს. ასევე, დაახლოებით 260 ათასზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია ჩატარდა. როგორც თავდაცვის ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროებში არსებობს სიტუაციების გართულებასთან ერთად, შესაბამისი სამოქმედო გეგმები. ამასთან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში იცავენ ჩვენს მოქალაქეებს ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დაცულობაც იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა, ჯერ კიდევ 19 მარტს თავდაცვის ძალები მთლიანად ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა, რაც იყო სწორი გადაწყვეტილება. „როგორც თავდაცვის ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები იმისთვის, რომ როგორც თავად იყვნენ დაცულები ასევე, მათ მოახდინონ მოქალაქეთა შემოწმება და მათი კანონიერი უფლებების დაცვა. სწორედ, აქ ჩანს ამ უწყებების, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მოქმედების ეფექტური შედეგი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დღეს არის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ვართ ჯარისკაცი ეპიდემიასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვინც ზრუნავს ჩვენზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავძლიოთ ეს კრიზისი და დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას. ამიტომ დაიცავით უკლებლივ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც შესაბამისი სამსახურები მოგიწოდებთ, რამდენადაც ეს საჭიროა თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)