|
2020-04-10 17:23:42, 1603 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამშენებლო კომპანია „არქიმ“ რესპირატორული ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამშენებლო კომპანია „არქიმ“ რესპირატორული ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა. N95-ის ტიპის სამედიცინო ნიღბები სასწრაფო დახმარების მედპერსონალს დაურიგდება. „მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა მხარი დავუჭიროთ სასწრაფო დახმარების მედპერსონალს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ. კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)