|
2015-08-12 14:40:59, 955 ნახვა
სამხედრო
„პალდოში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2015“ გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2015“ გაიმართა. სწავლება ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის ორგანიზებით ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო. წვრთნის ფარგლებში ნორვეგიელმა ოფიცრებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილებაც გაუზიარეს. „გორდა 2015-ის“ მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისგენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ნორვეგიის შიდა გვარდიის სარდალი, გენერალ-მაიორი თორ რააბი და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ მაიორი ოდინ იოჰანესენი, ასევე სხვა ოფიციალური პირები გაეცნენ. სწავლების დასასრულს ქართველმა და ნორვეგიელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს. საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ გამგზავრებამდე ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. სტუმრებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურის, ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს. ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მე–8 ოლქის მეთაური, პოლკოვნიკი თორ მიელსტადი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ნორვეგიელმა ოფიცერმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისათვის მიიღო.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)