21:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 15:01:10, 1360 ნახვა

კომენტარი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მივაღწიეთ პანდემიის მწვერვალს და ახლა იწყება დეესკალაცია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებების თანდათან შემსუბუქება მალე დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ასევე მოითხოვა, რომ საგანგეო მდგომარეობის პერიოდი 26 აპრილამდე გახანგრძლივდეს.

„ჩვენ მივაღწიეთ პანდემიის მწვერვალს და ახლა იწყება დეესკალაცია”, - ამის შესახებ სანჩესმა ესპანეთის პარლამენტში დღეს განაცხადა.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება „თანდათანობით“ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 148 220-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდნეობა 14 792-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე გამოჯანმრთელდა 48 021 ადამიანი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics