|
2020-03-30 10:54:47, 1354 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული საკარანტინო ზონას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. რქბ დაცვის ასეულის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ყველა შემავალ და გამომავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ. პერიოდულად კი, სამხედრო მოსამსახურეები მიმდებარე ტერიტორიის დეკონტამინაციასაც ახორციელებენ. ასეულის პირადი შემადგენლობა დეკონტამინაციისთვის სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას იყენებს, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა შესაბამისი მომზადება ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და აშშ-ის „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)