08:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 14:28:30, 571 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მე გარანტიას გაძლევთ, რომ ხელოვნური ბარიერები დაინგრევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
“ჩვენ მოვიხსენიეთ გმირი მებრძოლების სულები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეირჩუნეს ჩვენი სამშობლო.
დღეს ჩვენ ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ვიმყოფებით და გვყოფს აბსოლუტურად ხელოვნური ოკუპაციის ხაზი, რომელსაც გადავლახავთ შერიგებით. ჩვენ ნამდვილად გავაერთიანებთ საქართველოს და გავერთიანდებით იმ ადამიანებთან, რომლებთანაც გაყოფილები ვართ უაზრო, იმპერიალისტური ამბიციებიდან გამომდინარე.
ოკუპაცია ისტორიული ანომალია და უსამართლობაა, რომელსაც ვერ შეეგუება ვერც ქართველი ერი და ვერც თანამედრვე მსოფლიო, რადგან ის არის ხელოვნური.
ასეთი ხელოვნური ხაზები არაერთი არსებულა ისტორიაში, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ეპარქიის საკათედრო ტაძარის მოძღვარმა მამა გიორგიმ გადაიხადა.
პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე და სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძე, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics