02:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 13:12:25, 2643 ნახვა

ეკონომიკა
პროექტის - „ თიბისიშენთვის" ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ლეპტოპები შეიძინა. პირველ ეტაპზე, ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს - თავისუფალ, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულ და შავი ზღვის უნივერსიტეტებს, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) გადაეცემათ. სწავლის დასრულებამდე აღნიშნული ტექნიკით სულ 161 სტუდენტი ისარგებლებს.

 

ამ ინიციატივისთვის ის სტუდენტები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც, ოფიციალური მონაცემებით, პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და რომელთა სასწავლო პროცესი ამ მიზეზის გამო შეფერხების წინაშე დადგა. შერჩეული ახალგაზრდების უმრავლესობა, უნივერსიტეტის დაფინანსებით და საგრანტო პროგრამით სწავლობენ და წარმატებული სტუდენტები არიან.

 

„კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ დისტანციურად სწავლის გაგრძელებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა სტუდენტს შეუფერხებლად მიეცეს. აღნიშნული ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. პირველ ეტაპზე კი თიბისის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების საჭიროებები დავაკმაყოფილეთ." - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

პროგრამა - „თიბისი შენთვის" საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად შეიქმნა და ის COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტს და პარტნიორებთან კოლაბორაციებს გააერთიანებს.

 

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყოფა, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური  განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics