13:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 19:07:52, 741 ნახვა

საზოგადოება
მარიამ გერსამია: თუ დღეს რუსთავი 2-ს მოერევიან, საფრთხე ნებისმიერ მედია საშუალებას შეიძლება შეექმნას

„თუ დღეს  რუსთავი 2-ს მოერევიან, ეს საფრთხე შეიძლება ნებისმიერ მედია საშუალებას შეექმნას“,-ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორმა მარიამ გერსამიამ სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონების სრული დაყადაღების საკითხის შეფასებისას „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. 
გერსამიას შეფასებით, ტელეკომპანიის დაზარალებით, ქართული დემოკრატიული სახელმწიფო  დარჩება დაზარალებული.  
„ყველაზე რეიტინგული მედიის და ზოგადად მედიის ფუნქციონირებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეექმნას საფრთხე. ხელისუფლებაზე ადრე მედია გვაწვდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ვფიქრობ, რომ რუსთავი 2-ის დაზარალებით, პირველ რიგში დაზარალებულად ქართული  დემოკრატიული  სახელმწიფო აღმოჩნდება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ ჩვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიის დასაყრდენი არის სიტყვის თავისუფლება. ჟურნალისტების შევიწროებით პრობლემები არ გვარდება. თუ დღეს მოერევიან რუსთავი 2-ს, თუ დღეს რუსთავი 2-ს შეექმნება საფრთხე, ეს საფრთხე ნებისმიერ მედია საშუალებას შეიძლება შეექმნას. ამიტომ დღეს უნდა დავიცვათ  ჩვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ უნდა დავიცვათ მედია. ჩემი სოლიდარობა რუსთავი 2-ს და ზოგადად სიტყვის თავისუფლებას“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მარიამ გერსამიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics