19:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 21:43:51, 1562 ნახვა

კომენტარი
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ორგანოში დეკრეტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე ისაუბრა

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დეკრეტით იზღუდება გარკვეული უფლებები, კერძოდ კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლები, -  ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც ბექა დოჭვირმა განმარტა, საქართველოს მთავრობას ენიჭება გარკვეული უფლებამოსილებები იმ დათქმით, რომ დეკრეტში მითითებულია სამოქმედო პრინციპები, ხოლო კონკრეტულად დეკრეტში სამოქმედო პრინციპების იმპლემენტაცია როგორ უნდა აღსრულდეს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


„ეს მოხდა იმისთვის, რომ დეკრეტით მინიჭებული უფლებამოსილების იმპლემენტაცია იყოს ეფექტური. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დეკრეტი მოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, ანუ შეზღუდული ვადით. შესაბამისად, ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე.


ასევე, დეკრეტით განსაზღვრულია ის კონკრეტული სანქციები, რომელიც პირს, ან იურიდიულ პირს დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეასრულებს დეკრეტით, ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. ეს გახლავთ სანქცია, პირველ ეტაპზე, ჯარიმის სახით, ხოლო შემდეგ ეტაპზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics