|
2020-03-21 15:18:00, 10760 ნახვა
ომი უკრაინაში
პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „ჩემო თანამემამულეებო დღეს საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები, ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა. გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი, დაინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და დროული და ეფექტური რეაგირებით, სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე ვირუსის შემოჭრის ტემპი შეანელეს. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირბეული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. შეიძლება ითვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ და ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირევლი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის გათვალისწინებული მზაობით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება ქვეყნის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანხმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქრთველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. ასვეე საქართევლოს პრემიერ-მინისტრის წარგინების საუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის კანონის მეორ მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართვლოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, გადაადიგლებისა და მიმოსვლის უფლებები, საკუთრების, თავშეყრისა და შეკრების უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების თავისუფლება. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციურლი და სისხლისამართლის პასუხისმგებლობის სანქციები. საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე. ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზრუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედია საშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასვე დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება, ყველა მოქალაქეს ვთხოვ მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)