06:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 11:38:53, 417 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აგრეთვე ჩინეთის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური თანამშროლობის კუთხით გაწეულ დახმარებებს.

საუბრისას, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის მნიშვნელობას, რომელიც 24-25 აგვისტოს თბილისში იმართება.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მაღალ დონეზე უმასპინძლოს ბანკის აღნიშნულ შეკრებას. ფორუმის ფარგლებში, ქართული მხარე წარადგენს სპეციალურ პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

როგორც აღინიშნა, აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსები.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყანა მიმდინარე წლის 29 ივნისს, სხვა 56 ქვეყანასთან ერთად  გახდა.

საქართველოს მხრიდან სადამფუძნებლო ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics