|
2020-03-19 12:37:36, 3506 ნახვა
ომი უკრაინაში
არჩილ თალაკვაძე - იზოლირებულად ვერ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას, თუმცა ვახერხებთ მის შეკავებას
მატება შეიძლება შემდგომშიც გაგრძელდეს, ვინაიდან ნულამდე დაყვანას დამოუუკიდებლად ვერ შევძლებთ თუმცა გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების დასაცავად - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თლაკვაძე ბიუროს სხდომაზე საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ელოდება მედიკამენტებს და ვაქცინას თუ როდის ჩაეშვება ის მოხმარებაში. "ვარწმუნებ, ჩვენ მოქალაქეებს, რომ ყველა ზომა რაც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე მიღებული იქნება დაგვიანების გარეშე. ახლა პროფესიონალური და გამბედავი გადაწყვეტილებების დროა და ხელისუფლება ასეც აკეთებს რთულ დღეებში, სწორედ ამიტომ ახერხებს საქართველო გავრცელების ტალღის შეკავებას, თუმცა ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ გავრცელების ნულამდე დაყვანას დამოუკიდებლად საქართველო ვერ შეძლებს. ჩვენ ველოდებით მედიკამენტებს, რომლის კვლევებიც სრულდება და ვაქცინას რომელიც ჩაეშვება მოხმარებაში, ასევე ველოდებით, რომ გავრცელების პიკმა გადაიაროს. საზოგადოების და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. შეიძლება რამდენიმე მოქალაქის მხრიდან სარისკო, უპასუხისმგებლო ქცევამ შესაძლოა ჩვენი ექიმების და ჯანდაცვის სამსახურების ძალისხმევას შეუქმნას საფრთხე და გააბათილოს მათი მიღწევები. ყველა ზომა დამუშავების პროცესშია და რათქმაუნდა პარლამენტის მხარდაჭერა ექნება ამ საკითხებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)