|
2020-03-18 15:41:37, 1339 ნახვა
კომენტარი
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები კონტროლდება ქვეყანაში, ამიტომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები კონტროლდება ქვეყანაში და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ სიწყნარისკენ“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში სურსათის სრულად კონტროლდება. გარდა ამისა, ლარსზე 1000-ზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა გაჩერებულია ,რადგან კლიმატური პიროებების გაუარესებისა და ხვავსაშიშროების გამო, შეჩერებულია გაწმენდითი სამუშაობეი. „ჩვენი სამინისტროს მხრიდან სურსათის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინრეობს სხვადასხვა მომწონდებელთან კომუნიკაცია. იმისთის, რომ ქვეყანაში სურსათის მიწოდების პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ვარხორციელებთ სრულ მონიტორინგს. ასევე ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე, ეს არის დაახლოებით 22 იდენთიფიცირებული პროდუქტი, იმის გამო, რომ ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ვხედავთ პანიკურ მოთხოვნას და ფაქტიურად უკონტორლო შესყიდვას ბევრ სუპერმარკეტსა თუ საცალო ობიექტზე, დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო გარკვეული შეფერხება, ეს არის ერთადერთი მიზეზის გამოწვეული. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები კონტროლდება ქვეყანაში და მოვუხმობთ მოსახლეობას, რომ სიწყნარისკენ. შეკვეთები არის გზაში, კლიმატური პირობების გამო, ერთის მხრივ, ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქტის ჩამოტვირთვა რთულდება. მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელ მარშუტებზე არის სირთულეები და ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, დაახლოებით 1000-ზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დღეს დგას ლარსზე, რადგან გაწმენდითი სამუშაოები არის შეზღუდული ზვავსაშიშრეობის გამო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)