|
2020-03-18 11:01:55, 6460 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან, ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ 2 მათგანი მკურნალობს. მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარება, ამ ეტაპზე, სტაბილურია. "ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ 2. მათი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით გარკვეულწილად სტაბილურია, მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება 37-37,5-მდე და მინიმალურად არის გამოხატული კლინიკა. თავდაპირველად შემოსულ ტესტებში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ველით დაავადების დაწყებიდან მომდევნო დღეებში. ვნახოთ პირველი სამი დღის განმავლობაში როგორი დინამიკა გვექნება ამ ორ პაციენტზე. რენტგენოლიგიურად არ არის პნევმონია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)