15:38 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 13:08:26, 1982 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა საკონსტიტუციო განხილვების შეფერხების მიზეზი არ გახდება

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა არ გახდეს საკონსტიტუციო განხილვების შეფერხების მიზეზი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საყოველთაო სახალხო განხილვებს დაჩქარებულ რეჟიმში ჩაატარებს.

„დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა არ გახდეს საკონსტიტუციო განხილვების შეფერხების მიზეზი. ამიტომ, ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში, რაც კი შესაძლებელი იქნება რეგლამენტის მიხედვით, ჩავატარებთ მათ შორის საყოველთაო სახალხო განხილვებსაც. შევეცდებით, რომ განცილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით. მოგეხსენებათ, რომ მინიმუმ ორ რეგიონში მაინც უნდა გაკეთდეს და ამიტომ, არ გამოვრიცხავთ ტელეხიდების ან სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით მოვუყვეთ საზოგადოებას იმ ტექსტის, იმ ცვლილების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში და ამ გზით ჩვენ დავაზღვიეთ, რომ არანაირი შეფერხება სახალხო დამცველებს არ ჰქონდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics