|
2020-03-14 11:24:35, 8514 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსზე 19 პაციენტის პასუხი უარყოფითია, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ კორონავირუსზე ტესტირება 19 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, დილის მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. „გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 19-ვე პასუხი იყო უარყოფითი. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი. მიღებული 19 პაციენტის პასუხებიდან ახლა ხდება შეფასება საკარანტინე სივრცეში მათი გადაყვანის შესახებ და ეს პროცესი გაგრძელდება. ამავდროულად, შემოვიდა ახალი პაციენტები. სულ 7 პაციენტი, რომელთანაც დღეს დილას მოხდება ტესტირების ნიმუშის აღება და დაახლოებით დღის მეორე ნახევარში მათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი. პარალელურად, ჩვენთან მუდმივად ხდება პაციენტების შემოსვლა და გაწერა. დღის მეორე ნახევარში ალბათ, კიდევ ახალი პაციენტები დაემატებიან, რომელთა ტესტირებაც ჩატარდება მეორე ეტაპად ანუ დღის მეორე ნახევარში და რომლის პასუხსაც ყოველთვის დილით ვღებულობთ. დილის მონაცემებით პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც ვირუსი შედარებით მძიმე პნევმონიით მიმდინარეობს, სტაბილურადაა. მისი ტემპერატურა უკვე აღარ აცილებია 37.7 გრადუსს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში რჩება 314 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 63 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)