15:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 17:18:07, 2003 ნახვა

სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე  ბესიკ თამლიანის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობის საკითხი დააყენა და პატიმრობის 1000 ლარიანი გირაოთი შეცვლა მოითხოვა.

ბრალდების მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას  არ დაეთანხმა, რადგან  და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, პოლიციის  წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics