|
2020-03-11 18:59:41, 2334 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი - შევთანხმდით, რომ საარჩევნო ბლოკები დაშვებული იქნება
პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტ. საბჭოს წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკები დაშვებული იქნება. „ ჩვენ მუშაობა დავიწყეთ სუფთა ფურცლით, ავიღეთ საქართველო, საქართველოში არსებული რაიონები და ქალაქები და მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, ავიღეთ ის მოცემულობა, რომ 30 ოლქად უნდა დაიყოს და დაიყო ლოგიკურად. თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტში დღეს უნდა დარეგისტრირებულიყო, მოგეხსენებათ, იქ იყო თემა ბლოკების თაობაზე, რომ დაშვებული იქნება თუ არა, და ამის თაობაზეც შევთანხმდით, რომ ბლოკები იქნება დაშვებული და ეს ასახულია იმ ტექსტში, რომელიც პარლამენტში დღეს წარადგინეს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)