14:16 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 16:05:01, 2610 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ბოიკოტი საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას არ შეეხება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი მათი პოლიტიკური უფლებაა, რომელიც არ შეეხება საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას.

მისივე თქმით, თითოეული მხარის პასუხისმგებლობაა, რომ შეთანხმება შესრულდეს.

„რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს, ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და შეუძლიათ, ამით ისარგებლონ, რაშიც ვერ ჩავერევით. ბოიკოტი არ შეეხება საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას. პრინციპული შეთანხმება გვაქვს საარჩევნო სისტემაზე და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ბოიკოტის რეჟიმში ეს შეთანხმება ვერ შესრულდება და შესაბამისად, ბოიკოტი კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს. ალბათ, ასეც იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics